ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

„პუბლიკის“ ინფორმაციით, თბილისში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.

18 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კვარაცხელიას მკვლელობისთვის 2 პირს ეძებენ. 20 სექტემბერს მათ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

შსს-ს ვერსიით, 21 და 22 წლის პირები ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.

„კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

34 ნახვა
desktop
mobile catfish