როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაში +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე არის მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

+17 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

თოვლია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

68 ნახვა
desktop
mobile catfish