“დივანზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და უცებ ყველაფერი ჩამოინგრაო” – რას ჰყვება ბათუმში, კორპუსის ნგრევას გადარჩენილი მამაკაცის და

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნი­ლის, ზვი­ად თავ­დგი­რი­ძის და, მაია თავ­დგი­რი­ძე Ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ მისი ძმის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა უკე­თე­სია.

“იხ­სე­ნებს, დი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი, ყა­ვას ვსვამ­დი და უცებ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ინ­გრაო. ახლა უკე­თე­სად არის. 11 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა ნან­გრე­ვებ­ში, ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რა თქმა უნდა, მის­თვი­საც რთუ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის გახ­სე­ნე­ბა და ვცდი­ლობთ, ამ თე­მა­ზე ჯერ არ ვე­სა­უბ­როთ.

ეს იყო კოშ­მა­რუ­ლი დღე არა მხო­ლოდ ჩვენ­თვის, არა­მედ მთე­ლი ბა­თუ­მის­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა ყვე­ლა­ფე­რი გენგრე­ვა და რაც მთა­ვა­რია, როცა ოჯა­ხის წევ­რი გყავს შიგ­ნით, რო­მე­ლიც არ იცი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სა­ერ­თოდ, გა­მო­ვა თუ არა ცო­ცხა­ლი.

სხვა მე­ზობ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ უკე­თე­სი იყო იმით, რომ 40 წუთ­ში უკვე მაშ­ვე­ლებ­მა იცოდ­ნენ, თუ სად იყო, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო კონ­ტაქ­ტუ­რი და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას მაშ­ვე­ლე­ბის­გან, რომ იყო ცო­ცხა­ლი.

ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ჰყავს ცოლ-შვი­ლი, ტყუ­პი შვი­ლი და მათ ზუს­ტად ათი წუ­თით გა­მო­ას­წრეს“, – ამ­ბობს მაია თავ­დგი­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ­თა შო­რის ზვი­ად თავ­დგი­რი­ძე ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩა.

37 წლის მა­მა­კა­ცი აჭა­რის ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, აკა­კი ბე­რი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ინ­გრა. ნგრე­ვას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ­გან 3 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა.

თრიალეთი TV