ხუთშაბათს სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები დაისვენებენ

სასწავლო პროცესს წლის განმავლობაში არაერთი ოფიციალური დასვენების დღე ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უქმე დღეებში საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ისვენებენ.

საჯარო სკოლებს ოქტომბერში ერთი დღით დასვენება უწევთ, რადგან ამ თვეში ერთი ოფიციალური უქმე დღეა.

ოქტომბერში დასვენების დღედ გამოცხადებულია 14 ოქტომბერი, მცხეთობა.

ასე, რომ სკოლები ხუთშაბათს, სვეტიცხოვლობას, როგორც საკლასო გაკვეთილების, ისე დისტანციური სწავლებისგან დაისვენებენ. 

ცნობისთვის,14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

52 ნახვა
desktop
mobile catfish