13 წლის გოგონასთან, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც ბაბუა დააკავეს, მუშაობა ფსიქოლოგმა დაიწყო

მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მზრუნველობას ბიოლოგიური ოჯახი ახორციელებს.

“შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად. გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო”, – განაცხადეს სააგენტოში.

ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს

თრიალეთი TV