პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე
29 წუთის წინ

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, „არათუ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელებაზე უნდა ითქვას უარი, არამედ მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები“.

„შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4%. ეს იმას ნიშნავს, რომ 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან. არათუ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყოთ ორიენტირებული კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტის მოზიდვაზე ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ამ პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ 350 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და ა.შ. და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე შესაბამისად მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები