სარფში საზღვრის კვეთა 10:00-დან 24:00 საათამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის საათები გახანგრძლივდება. 

დღეიდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ საზღვარი დილის 10:00 საათიდან 24:00 საათამდე გადაკვეთონ.

14 ოქტომბრამდე სარფის საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იყო 10:00-დან 22:00 საათამდე.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს:

საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა;

კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი;

მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა – register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისთვის.

39 ნახვა
desktop
mobile catfish