„სკოლები გადავიდნენ დისტანციურზე, საბავშვო ბაღები დასაკეტია – სხვა გზას ვერ ვხედავ“ – გიორგი ფხაკაძე

„არაპროფესიონალიზმი კლავს“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, სამწუხაროდ სკოლები უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, საბავშვო ბაღები კი დაიკეტოს, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-სთვის „ფაიზერით“ აცრა უნდა იყოს სავალდებულო. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

იქნებ მიხვდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყენაში?!

საბავშვო ბაღები ალბათ დასაკეტია (სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ);

სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე (სამწუხაროდ);

სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% ფაიზერის ვაქცინით სავალდებულო წესით უნდა აიცრას;

სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-ის ფაიზერით აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა;

ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე;

უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის!

არაპროფესიონალიზმი კლავს!..

36 ნახვა
desktop
mobile catfish