სამოქალაქო ომის შედეგად გამოწვეული მუტაცია – სპილოები ეშვების გარეშე

გამოძიებამ , რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალმა “Science” , აჩვენა რომ, ნაციონალურ პარკში “gorongosa” გენეტიკური დაავადება უფრო გავრცელდა სპილოს ძვალზე ნადირობის შედეგად, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ომის დასაფინანსებლად! სპილოების ეს სახეობა კიდევ გადაშენების პირასაა!

ომამდე 18,5% სპილო იყო ეშვების გარეშე , შემდეგ კი 1990 წლებში ეს ციფრი გაიზარდა 33 %-მდე. 

მოზამბიკის სპილოების დაახლოებით 90% დახოცეს მებრძოლებმა სამოქალაქო ომში ორივე მხრიდან, რომელიც გაგრძელდა 1977 წლიდან 1992 წლამდე. ბრაკონიერებმა გაყიდეს სპილოს ძვალი სამთავრობო ძალებსა და ანტიკომუნისტ მეამბოხეებს შორის სასტიკი კონფლიქტის დასაფინანსებლად.

როგორც თვალის ფერი და სისხლის ჯგუფი,  დაკავშირებულია მშობლების გენეტიკასთან , მსგავსად არის სპილოების გენეტიკაც რომლის მეშვეობით გადაეცემათ შებოჭილობა და შიში. 

უეშვო სპილოები  არ იპყრობდნენ ბრაკონიერების ყურადღებას, რამაც განაპირობა სპილოების ევოლუცია, ისინი მრავლდებიან ისე რომ მათ შვილებს გენეტიკურად აღარ გადასცემენ ეშვებს. ანალიზმა გამოავლინა, რომ ეს ტენდენცია უკავშირდებოდა X ქრომოსომაში მუტაციას.

”უკუჩვენება შეიძლება იყოს მომგებიანი ომის დროს”, – თქვა პროფესორმა პრინგლმა. “მაგრამ ამას ფასი აქვს.”

კიდევ ერთი პოტენციური დარტყმა არის ცვლილებები უფრო ფართო ლანდშაფტში, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ეშვებიანი და უეშვო ცხოველები ჭამენ სხვადასხვა მცენარეებს.

მაგრამ პროფესორმა პრინგლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თვისება დროთა განმავლობაში შექცევადია, რადგან პოპულაციები აღდგენას იწყებს მაშინ როდესაც გადაშენების პირას იმყოფებიან.

”ასე რომ, ჩვენ რეალურად ველით, რომ ეს სინდრომი შემცირდება ჩვენს საკვლევ პოპულაციაში, იმ პირობით, რომ სურათი დარჩება ისეთივე პოზიტიური, როგორც ეს ბოლო დროს იყო”, – თქვა მან.

„ახლა ძალიან დამთრგუნველი ამბებია ბიომრავალფეროვნებისა და ადამიანების შესახებ ამიტომ  ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა, რომ ამ სურათში არის რამდენიმე გამოკვეთილი ლაქა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ “- აღნიშნა კვლევის ავტორმა. 

58 ნახვა
desktop
mobile catfish