5 წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით,რომლებიც მიჯაჭვულობით გამოირჩევიან

1. სასწორი და ტყუპები

ორივე ჰაერის სტიქიის ნიშანია, ამიტომ მათ ბევრი საერთო აქვთ. ორივეს უშრეტი ენერგია და შემოქმედებითი ბუნება აქვთ, მუდმივად დაკავებულნი არიან და ცხოვრება უყვართ.

ხასიათში ბევრი ბალანსია, ამიტომ სიყვარულში ბევრ სიამოვნებას იღებენ. უმიზეზო ეჭვიანობის სცენების მოწყობა ან უაზროდ პრეტენზიების გამოთქმა არ ახასიათებთ.

2.  კირჩხიბი და ვერძი

ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როცა ურთიერთსაპირისპირო ნიშნები ერთმანეთს იზიდავენ. მათ განსხვავებული მსოფლმხედველობა, პრიორიტეტები, არსებობის ტემპი და ხასიათი აქვთ.

ხშირი ჩხუბის და უთანხმოების მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში მყარ და წარმატებულ კავშირს ქმნიან.

3. ლომი და მორიელი

ლომის და მორიელის თავსებადობა ცხოვრებისეული პოზიციების დაკავების ერთნაირ სურვილზეა დაფუძნებული: კარიერაში წარმატების მიღწევა, საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მოპოვება და ფინანსური უზრუნველყოფა.

პარტნიორები სტრესულ სიტუაციებში ერთმანეთისთვის შეუცვლელები არიან. მორიელი ყოველთვის ცივ გონებას ინარჩუნებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას წამებში ახერხებს. ლომი, თავის მხრივ, ნებისმიერ მომენტში ნახტომისთვის მზად არის.  

4. კირჩხიბი და თევზი

კირჩხიბიც და თევზიც წყლის სტიქიას მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნიშნები მონათესავე სულებს ინტუიციით ცნობენ. ურთიერთობის პირველივე წუთებში სულიერ სიახლოვეს ამყარებენ.

საერთო სტიქია ეხმარებათ, რომ ერთმანეთს კარგად გაუგონ, საერთო მსოფლმხედველობა და ტემპერამენტი ჰქონდეთ. ორივეს ფილოსოფიური აზროვნება, სიკეთე და დახმარებისთვის მზადყოფნა ახასიათებს.

5. მერწყული და ტყუპები

ტყუპები მერწყულთან წყვილში პრაქტიკულად იდეალური კავშირია. მათ შორის სრული ურთიერთგაგება სუფევს. ამ ორ ნიშანს ბევრი საერთო აქვს, ისინი, როგორც ორი მაგნიტი, ერთმანეთს იზიდავენ.

თავისუფლებისკენ სწრაფვა, ნებისმიერ ცვლილებისთვის მზადყოფნა და არაპროგნოზირებადობა მათ აერთიანებთ. 

193 ნახვა
desktop
mobile catfish