ბილი აილიში სუნამოს უშვებს

ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში ნოემბერში ახალი სუნამოს “EILISH”-ის გამოშვებას აანონსებს.

მან  თავის ინსტაგრამ გვერდზე,ხუთშაბათს გამოაქვეყნა:  „ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ გაგიზიარებთ ჩემს სადებიუტო სუნამოს „EILISH“.. 

ბილი ასევე ამბობს რომ ის წლების განმავლობაში ეძებდა ამ სურნელს და საბოლოოდ ის თავად შექმნა. სუნამოს ვანილის,მუშკისა და კაკაოს არომატი ექნება. 

“Vogue”-თვის მიცემულ ინტერვიუში ბილიმ თქვა,რომ მისთვის ეს სურნელი ძალიან მყუდრო და სენსუალურია. 19 წლის მომღერალმა ასევე ისაუბრა სურნელების გავლენასა და მათთან დაკავშირებულ მოგონებებზე.

სუნამო ვეგანურია და დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან, რაც გასაკვირი არაა, იმის გათვალისწინებით რომ თავად ბილიც ვეგანია. სუნამო გაყიდვაში billieeilishfragrances.com-ზე 68 დოლარად ნოემბერში ჩაეშვება. ვებსაიტის დასახელების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ,რომ მომავალში ბილი კიდევ გეგმავს სუნამოების გამოშვებას.

42 ნახვა
desktop
mobile catfish