მიხეილ სააკაშვილის გულის გაჩერების რისკი და დაპირებული იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გაავრცელეს და მოითხოვეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილ იქნას არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა, რასაც იუსტიციის სამინისტრო აპირებს, დაუშვებელია როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით.

“იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულებდა სააკაშვილის ლიკვიდაციით” – თქვა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. ამ ბრიფინგს წინ უსწრებდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ ფეისბუქზე დაწერილი პოსტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ექიმი დეზინფორმაციას ავრცელებს.

“მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ” – დაწერა იუსტიციის მინისტრმა გუშინ გვიან ღამით მინისტრმა საკუთარ გვერდზე.

“იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოდგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას.

იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირადაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში.

გარდა ამისა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამ კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა – ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი” – თქვა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულბაში შესაძლებელია მოშიმშილე ადამიანის ჯანრთელობის მდგომარეობის მართვა.

41 ნახვა
desktop
mobile catfish