25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შესაძლოა სერიოზული ცვლილებები მოხდეს საქმიანობაში. არ ღირს აღელვება და გაცხარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ შედეგებს ვერ ასცდებით.

კურო

კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ჯანმრთელობის პრობელემები არ გაქვთ, თუ არ ჩავთვლით მცირედ დათრგუნულ და ნერვოზულ მდგომარეობას.

ტყუპები

კარგი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სიზარმაცე და უყურადღებობა შეიძლება თქვენი მიღწევების გაუფასურების მიზეზი გახდეს. შესაფერისი დღეა ექიმთან ვიზიტისთვის. თქვენი განწყობა უკეთესია.

კირჩხიბი

დღეს იშვიათი წარმატება გექნებათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ნუ იცრუებთ – ეს თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ნერვულ ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების განვითარების საშიშროება არსებობს. კარგი დღეა მეწარმეობისა და ვაჭრობისთვის.

ლომი

დღეს იშვიათი წარმატება გელით საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ზომიერება და ტაქტი. საკითხები, რომლებსაც დახურულად თვლიდით, ისევ განახლდება. ნუ მოდუნდებით!

ქალწული

დღეს უარს მიიღებთ მაღალჩინოსნებისგან დახმარების თაობაზე. თუ კარგად იშრომეთ, მოსავალსაც კარგს აიღებთ. შეიძლება მოულოდნელი ინტერესი გამოიწვიოს რელიგიამ. მომწამვლელ ნივთიერებებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, დაიცავით წამლების დოზა.

სასწორი

საუკეთესო დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ვიზიტებისათვის. სასიყვარულო შეხვედრები სჯობს გადადოთ – ეს დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ. სასიხარულო და სასარგებლო იქნება მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ სიფრთხილე.

მორიელი

დღეს მეტად თამამი იქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. თუ გყავთ უცხოელი მეგობრები კარგი დღეა მათთან შესახვედრად. შეეცადეთ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

დღევანდელი დღე სითამამმეს მოგანიჭებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები შეგექმნათ. 

თხის რქა

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. თქვენმა გრძნობებმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს კარიერას. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს – ეს არ არის შესაფერისი დღე ცვლილებებისთვის. 

მერწყული

დღევანდელი დღე დაუთმეთ დასვენებას. Გახსოვდეთ სიზმრებს მიაქციეთ ყურადღება,რადგან ისინი ყოველთვის სრულდება. 

თევზები

კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შეძლებთ მიზნებისა და ამოცანების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ყველაფერში ზომიერება დაიცავით. ნაყოფიერი იდეები მოგივათ.

48 ნახვა
desktop
mobile catfish