პოლიტიკა

ბრიუსელის მერი - მინდა გამოვუცხადო ჩემი სრული მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს
54 წუთის წინ

ბრიუსელის მერი - მინდა გამოვუცხადო ჩემი სრული მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ორი ოპოზიციური ძალის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი, ბრიუსელის მერს ფილიპ კლოზის შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალები განხილეს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.

"ლელოს" ცნობით, ბრიუსელის მერს სტუმრებმა, საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება გააცნეს.

ფილიპ კლოზიმ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ დღეს შევხვდით თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს. მე მინდა მას გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის საერთო ევროპული ღირებულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის",- აღნიშნა შეხვედრისას ბრიუსელის მერმა ფილიპ კლოზმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები