ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქარელის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზაზა გულიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე.

ამასთან, დღესვე შეხვედრა ხაშურში გაიმართება.

46 ნახვა
desktop
mobile catfish