27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს სასიცოცხლო ძალები და შემოქმედებითი ენერგია ნაკლები გაქვთ. შესაძლოა მიიღოთ უსიამოვნო შეტყობინება ან მოვლენები არასასიამოვნოდ განვითარდეს.

კურო

დღეს შეიძლება ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. ნუ წამოიწყებთ რაიმე სერიოზულ საქმეს, მოითმინეთ ხვალამდე. კარგად წაუვათ საქმე ბანკის თანამშრომლებს.

ტყუპები

დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმის მიღების ალბათობა. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ. 

კირჩხიბი

აქტიური დღეა. პროფესიულ სფეროში ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. მცდელობა, გაერკვეთ სიტუაციაში, უშედეგო იქნება. 

ლომი

პლანეტების განლაგება საქმეების კარგ მსვლელობას გპირდებათ, გამორიცხული არ არის, რომ საღამოს სასიხარულო შეხვედრა გქონდეთ. კრებები და საქმიანი მოლაპარაკებები უმჯობესია დილით დანიშნოთ. 

ქალწული

დღევანდელი დღე თავისუფლებას შეგმატებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. შესაძლოა ძველი ანგარიშების დაფარვა მოგთხოვონ. კარგი მომენტია რემონტის დასაწყებად ან ახალი ავეჯის შესაძენად. საღამოს შეიარეთ სატრენაჟორო დარბაზში.

სასწორი

დღევანდელი დღე წარმატებებს გპირდებათ სიყვარულში. კარგი დღეა პაემნისთვის, კულტ-ლაშქრობისთვის, დღესასწაულის მოწყობისთვის. პარტნიორების შერჩევისას ყურადღებით იყავით – ეს ურთიერთობა შეიძლება ხანგრძლივი იყოს. 

მორიელი

მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის საუკეთესო დღეა. გამორიცხული არ არის, რომ მიიღოთ უსიამოვნო შეტყობინება, ან მოვლენები განვითარდეს თქვენთვის არასასიამოვნოდ. დღეს შეძლებთ რამოდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთოთ. 

მშვილდოსანი

კარგი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენების ან სპორტით დაკავებისთვის. საქმე, რომელშიც დიდი დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული ნაყოფს გამოიღებს. გააკონტროლეთ წყენა, რომელიც გულში გაქვთ, რათა თავი აარიდოთ ოჯახში კამათს. მმართველ ორგანოებთან კონტაქტი წარმატებული იქნება.

თხის რქა

კარგი დღეა მშნებლებისათვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროში დაკავებული ადამიანებისათივს. იყავით თავშეკავებული – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თავის მართვა. 

მერწყული

დღეს ზღვა ენერგია გაქვთ. შეტყობინება, რომელსაც დღეს მიიღებთ იქნება მოულოდნელი და სასიხარულო როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. 

თევზები

დღევანდელი დღე დაუთმეთ დასვენებას. Გახსოვდეთ სიზმრებს მიაქციეთ ყურადღება,რადგან ისინი ყოველთვის სრულდება. 

თრიალეთი TV