პოლიტიკა

საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ დემოკრატიის შუქურას ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ , - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი სოციალურ ქსელში წერს.  იგი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები „კიდევ ერთი პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ“.
8 წუთის წინ

საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ დემოკრატიის შუქურას ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ , - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი სოციალურ ქსელში წერს.

ბუნდესტაგის წევრი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები „კიდევ ერთი პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ“.

„გრანტების შესახებ კანონის“ ახალი ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მთავრობის წინასწარ თანხმობას ექვემდებარება და ფაქტობრივად, ეჭვს იწვევს. უცხოური დაფინანსების მიმღები პირები რვა წლის განმავლობაში ვერ შეუერთდებიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მოძრაობას და ამდენად, პოლიტიკური კონკურენციიდან გარიყულები არიან. ახლად შემოღებული სისხლის სამართლის დანაშაული, „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, იმდენად ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, რომ მის ქვეშ „ქართული ოცნების" ლეგიტიმური კრიტიკაც კი შეიძლება მოექცეს“, - წერს ვაგენერი X-ზე.

მისი თქმით, „საქართველოში „ქართული ოცნება“ სისტემატურად ცდილობს კრიტიკოსების დაშინებას, დაკავებასა და გაჩუმებას“.

„საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც უზარმაზარი რისკის მიუხედავად, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს“, - აცხადებს გერმანელი დეპუტატი.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები