ანჯელინა ჯოლი პასუხს თავს არიდებს

ანჯელინა ჯოლი რომში იმყოფება, სადაც “მარველის” “მარადიულების” მორიგი პრემიერა შედგა.

გუნდი არაერთ ინტერვიუს იძლევა და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.

ბოლო ინტერვიუში შეკითხვა ანჯელინას პირად ცხოვრებას ეხებოდა. შეკითხვა მას მაშინ დაუსვეს,როდესაც ის თავის პარტნიორ სელმა ჰაიკთან ერთად ფილმზე საუბრობდა. უეცრად მას ჰკითხეს, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ჰიპ-ჰოპ არტისტ, The Weeknd-თან რომანზე.

ანჯელინა არ დაიბნა „დიახ, ჩემი ბავშვები ახალი ფილმით აღფრთოვანებულნი არიან, ამას მეკითხებით ხომ?“ მიუგო მომღიმარი სახით ჟურნალისტს.

შეგახსენებთ ანჯელინა და The weekend ერთად სადილობის დროს დააფიქსირეს. ანჯელინას პირადი ცხოვრება ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

თრიალეთი TV