შენობა დანგრევის პირასაა და შესაძლოა დააზიანოს გვერდით კორპუსები – სამხარაული

ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის სამუშაოებზე ქალაქის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. შესაბამისი განაცხადით სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

დოკუმენტების მიხედვით, სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან  572 308 ლარი დაიხარჯება. დემონტაჟს დაახლოებით 5 თვე დასჭირდება.

„2021 წლის 08 ოქტომბერს ქ. ბათუმში, 26 მაისის №13-ის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მზიდი კონსტრუქციების ნაწილის მასშტაბური ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის დარჩენილი ნაწილი… ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ძლიერი დაზიანების გამო არსებული შენობა მთლიანად დასანგრევია.

დემონტაჟის სამუშაოები უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რადგან დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებისათვის დიდ საფრთხეს, რადგან შეიძლება დაიწყოს თავისთავადი ნგრევის პროცესები. შენობა დანგრევის პირასაა და დანგრევის შემთხვევაში შესაძლებელია დააზიანოს გვერდით არსებული კორპუსები. ირგვლივ ტერიტორია შემოღობილია და აკრძალულია განსაზღვრულ პერიმეტრზე გადაადგილება“, – აღნიშნულია მერიის სამმართველოს განაცხადში.

დემონტაჟისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე მერიის სამმართველომ კერძო კომპანიას ცალკე 20 ათასი ლარი გადაუხადა.

31 ნახვა
desktop
mobile catfish