გორის მე-3 და მე-9 საჯარო სკოლები 8 ნოემბრამდე სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის

მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გორის მე-3 და მე-9 საჯარო სკოლები ორი კვირის ვადით სრულად გადავიდა სწავლების დისტანციურ ფორმატზე, – ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მე-3 და მე-9 სკოლების გარდა, დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის 6 სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 100-ზე მეტი კლასი დისტანციური რეჟიმით განაგრძობს სასწავლო პროცესს.

სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლაში კი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში სრულად დისტანციური ფორმატით ფუნქციონირებდა, საკლასო ოთახებში სწავლა გუშინ განახლდა.

43 ნახვა
desktop
mobile catfish