პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან
11 საათის წინ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან

📍 ზურაბ ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებებია, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან

💬„ძალიან სასაცილოა, უფრო სწორად, გაუგებარია საერთოდ, რატომ არის ჩაყრილი ეს ყველაფერი. შესაბამისად, სხდომაც რომ მიდის რაღაცებზე გეცინება. სიცილის და დაცინვის გამო დახურა სხდომა. გახსნიან თუ არა, არ ვიცი. ბოლოს რომ დახურა განწყობა ისეთი ჰქონდა, რომ გახსნას არ აპირებდა. ადვოკატები დააყენებენ გახსნის შუამდგომლობას და ვნახოთ.

არც ჩემს და არც არავის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არის. უბრალოდ ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლები, მათ შორის, ჩემ მიერ მედიასთან გაკეთებული უხეში განცხადებები. არის ჩაყრილი 20-მდე პოლიციელის ჩვენება. ცხადია, ტყუილი ჩვენებები, სადაც რაღაც ზღაპრებს ჰყვებიან, თითქოს, მე, ან ბადრი ჯაფარიძემ, ან ვიღაცა დაინახეს აქციაზე და დაინახეს რომ ახალგაზრდებს, როდესაც დაელაპარაკნენ, მერე გახდნენ აგრესიულები. ჩვეულებრივი ბოდვა, ოღონდ ამის არანაირი მტკიცებულება არაა. მოყოლილი რაღაც ზღაპრებია. არის უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისების ჩხრეკების ოქმები, ანგარიშები, საერთოდ რა რასთან და ვისთან არის კავშირში ვერ გავიგეთ. წინა სხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა, გაგვარკვიეთ, ამ მასალებიდან, ვის რა ეკუთვნის, რომ გავიგოთ თავი როგორ დავიცვათო და მაგაზეც უარი გვითხრეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები