როგორ სერვისს ითხოვს მომხმარებელი და რას სთავაზობენ კომპანიები?!

როგორ სერვისს ითხოვს მომხმარებელი და რას სთავაზობენ კომპანიები?!

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო, ადამიანებს შეეზღუდათ თავისუფლად გადაადგილება, საზოგადოებრივ ადგილებში შეკრება და ამავდროულად, ობიექტების უმეტესობა დაიხურა ან დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა, გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ სერვისებზე.

მომხმარებლებს გაუჩნდათ საჭიროება სახლიდან გაუსვლელად,  სწრაფად და კომფორტულად შეეძინათ პროდუქცია მათთვის მისაღები პირობებით. მათი აბსოლიტური უმრავლესობა, არჩევანს სერვისების სიმარტივესა და კომპანიის სანდოობაზე აკეთებს.

ვთანხმდებით, რომ კომპანიების ძირითადი დანიშნულება მუდმივ ზრდა/განვითარებაზე ზრუნვაა და მათ  კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ მომხმარებელთა აქტიური ჩართულობის გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა.

თუ კომპანია ფოკუსირდება მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხზე და მაღალი დონის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს,  ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის შეძლებს წამყვანი პოზიციის დაკავებას ბაზარზე.

ამ სფეროს გამოკვეთილი ლიდერი  და ონლაინ შოპინგის უმსხვილესი პლატფორმა isurve.ge, კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი მომხმარებლებთან სათანადო კომუნიკაციითა და სწორი დამოკიდებულებით იწყება. მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, ისურვემ თავის ბიზნესს, სტაბილური გამომწერების 250 000 – იანი არმია შესძინა.

კომპანიები ორიენტირებულები უნდა იყვნენ მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე როგორც შესყიდვის, ასევე, მიწოდების სერვისის კუთხით. კმაყოფილი მომხმარებლები კი მათ მადლიერებას,  სხვა მომხმარებლებისათვის დადებითი განწყობების გადაცემით დაუფასებენ.

მომხმარებელთა ნდობისა და იმედების გამართლება, უპირველესი ამოცანაა ნებისმიერი ბიზნესისთვის.

თრიალეთი TV