30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული საკითხების გადაჭრა სჯობს სამომავლონ გადადოთ. შესაძლოა საჩუქარი მიიღოთ . დღეს დრო დასვენებას დაუთმეთ. გახსოვდეთ სიზმრები ყოველთვის სრულდება.

კურო

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, ნუ იქნებით ეგოისტურად განწყობილი, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმების მიღების ალბათობა.

ტყუპები

გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან სამსახურებრივ წინსვლაში. რაც უფრო რთულია თქენი დავალება, მით უფრო კარგად გაართმევთ თავს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან. დღეს მეგობრებთან კამათი მოგივათ შეეცადეთ არ დაკარგოთ წონასწორობა და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

კირჩხიბი

დღეს უმჯობესია დაისვენოთ,მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

ლომი

დღევანდელი დღე თავისუფლებას მოგანიჭებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. წარმატებული იქნება საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ, თქვენს წინ გადაშლილი საინტერესო შესაძლებლობები წარმატებით გამოიყენოთ.

ქალწული

დღე წარმატებება გელით სიყვარულში. განწყობა შეიძლება გაგიფუჭდეთ, თუ არ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც უსიამოვნებებს დაგავიწყებთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, დიდხანს ნუ მოიცილებთ თვალსაწიერიდან, რათა რამე არ იტკინონ.

სასწორები

თქვენ ახლობლებისგან გაცილებით მეტის მოლოდინი გაქვთ ვიდრე მათ შეუძლიათ, სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება უთანხმოებისა და კონფლიქტის მიზეზი გახდეს.კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს შეგხვდებათ, მიიღეთ ემოციების გარეშე. შესაძლოა დაგაჯილდოვონ ან დაგაწინაურონ.

მორიელი

დღევანდელი დღე სულერ წონასწორობას გპირდებათ, წარმატებული იქნება ჯანმრთელობის გაძლიერების მცდელობა. დღეს შეძლებთ პირადი ცხოვრების საკითხების მოგვარებას. დღეს იქნებით თავდაჯერებული. ნაყოფიერი იდეები მოგივათ.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა მიიღოთ პრემია ან ჰონორარი. პარტნიორებთან შეთანხმებას და სულიერი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ თქვენს შეცდომებს დროულად აღიარებთ და თქვენი ახირებული სიჯიუტით ტკივილს არ მიაყენებთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს.

თხის რქა

დღეს ენერგიით სავსე ხართ. ნუ იდარდებთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თქვენი მტკიცე ხასიათით შეძლებთ კარგი განწყობის შენარჩუნებასა და პრობლემების მოგვარებას. საქმიანობაში წარმატებების მიღწევის შემდეგ მოითხოვეთ დაწინაურება.

მერწყული

დღეს გამოიჩინეთ თავშეკავებულობა. დამაჯერებელი საუბარი დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას. უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ მოგიწევთ ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.ფრთხილად იყავით უცხო და უცნობ ადამიანებთან, რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითი და უკეთური ადამიანების ხაფანგში.

თევზები

დღეს შესაძლოა მოექცეთ ილუზიების გავლენის ქვეშ. ჰარმონიული სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ წარმატებას. პრეპარატებზე გადაამოწმეთ ვადები, არ გადააჭარბოთ დოზას. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.

46 ნახვა
desktop
mobile catfish