ტიტანიკი გასვლამდე უკვე დაზიანებული და ხელახლა აღდენილი იყო

ტიტანიკი იყო ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი . XX საუკუნის უდიდესი სამგზავრო გემი.  ზღვაში 1912 წლის 10 აპრილს გავიდა, 4 დღის შემდეგ კი აისბერგს შეეჯახა. გემის ჩაძირვა 2საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბორტზე სულ 2207 ადამიანი იმყოფებოდა.

ადამიანების უმრავლესობას გსმენიათ იმის შესახებ რომ გემი შეჯახების შედეგად დაზიანდა,თუმცა ამ ტრაგედიის შემდეგ გაჩნდა ვერსია იმის შესახებ,რომ ტიტანიკი გასვლამდე უკვე დაზიანებული და ხელახლა აღდენილი იყო. 

იმ დროისთვის ტიტანიკისა და ოლიმპიკის მშენებლობა ერთმანეთის გვერდით მიმდინარეობდა. გემი რამოდენიმე ხნით ადრე კრეისერს შეეჯახა და ნახვრეტი ზუსტად იმ ქვედა ნაწილში ჰქონდა,სადაც ტიტანიკის შეჯახების შემდეგ. ეს ორი გემი ერთმანეთს ისე გავდა რომმ ერთმანეთისგან გარჩევა შორიდან შეუძლებელი იყო. 

Საუბარი ასევე იყო იმაზე რომ ტიტანიკის დაზიანების ან ჩაძირვის შემთხვევაში კომპანია კარგ დაზღვევას მიიღებდა,ხოლო უკვე დაზიანებულ ოლიმპიკს არავინ დააზღვევდა. 

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ პორტში მდგომი ტიტანიკისა და ჩაძირული გემის ნომრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

კატასტროფიდან უკვე 109 წელი გავიდა. ეს ფაქტები კი დღემდე გაურკვეველი რჩება მსოფლიოსთვის.ეს არის გემი, რომელმაც 1500 მგზავრი შეიწირა და თან ჩაიყოლა ყველა ის ეჭვი, რომელზეც მაშინდელი საზოგადოება გამუდმებით საუბრობდა.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: