ქრონოლოგიური სიზუსტე თუ უბრალო დამთხვევა

Მსოფლიოში 100 წელიწადში ერთხელ პანდემიის აფეთქება ხდება,შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს დამთხვევაა მაგრამ ეს ნამდვილად ხდება.

.

.

.

.

.

.

.

1320 წელი,შავი ჭირი. 

პანდემიამ აფეთქება აღმოსავლეთ ჩინეთში დაიწყო,მიაღწია ინდოეთამდე და ევროპამდე. Ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი იყო თავის ტკივილი,ოფლიანობა,ციებ-ცხელება და ჩირქიანი წყლულები.ამ დაავადებამ მსოფლიოში 70-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

1420 წელი,შავი ჭირი რუსეთში. 

Რუსეთში გავრცელებული იყო ორი ფორმა: “ბუბოვანი” და  ფილტვის. ვირუსმა სწრაფად დაიწყო გავრცელება. Როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ,იმდენად ბევრი ადამიანი იყო ინფიცირებული და შედეგად დაღუპული,რომ მიცვალებულებს მინდორში წვავდნენ.

1520 წელი შავი ოსპა. 

Ეს დაავადება ადამიანს აქლემიდან გადაედო. Ის გავრცელდა  აღმოსავლეთიდან. Როგორც ვიგებთ იაპონია შავი ოსპას კერა გახდა. ადამიანებს თითქმის 100 წელი დასჭირდათ ამ დაავადებისთვის იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.

1620 წელი შავი სიკვდილი.   

Შავ სიკვდილს უწოდებდნენ შავ ჭირს,რომელმაც ხელახლა იფეთქა და რომელიც თავდაპირველად გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში. Როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ,მხოლოდ ალჟირში ამ დაავადებას 50 000 ადამიანი ესმხვერპლა. 

1720 წელი შავი ჭირი (მარსელის ვირუსი)

საფრანგეთის ქალაქ მარსელში შავი ჭირის მიძინებულმა ფორმამ იფეთქა. ბუბონური ჭირი მაისში, ნავსადგურში შესული სავაჭრო გემიდან “გრან სენ–ანტუანიდან ” მოხვდა. ყველაზე ხშირად დაავადებულნი იყვნენ ვაჭრები. 

ქალაქი კარანტინის ზონად მალევე გამოცხადდა და მას ქვის გალავანიც კი შემოავლეს, აიკრძალა მარსელიდან გასვლაც და ქალაქში შესვლაც, მიუხედავად ამისა დაავადებამ სხვა ქალაქებშიც შეაღწია. ე.წ ბუბონური ჭირის ეპიდემია ორ წელიწადს გაგრძელდა და საერთო ჯამში 100 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1820 წელი, ქოლერა.

ამ დაავადებამ გავრცელება აზიის ქვეყნებში – ფილიპინებზე, ინდონეზიასა და ტაილანდში დაიწყო. საერთო ჯამში პანდემიამ 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ითვლება, რომ მისი პირველწყარო გოგირდოვანი წყალი იყო.

1920 წელი ისპანკა.

ესპანური ვირუსი იგივე ისპანკა. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი.  Ამ ვირუსმა იმაზე მეტი ადამიანი იმსხვრპლა ვიდრე პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა საერთო ჯამში. Გარდაცვლილების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. საინტერესოა, რომ ე.წ. „ღორის გრიპი“ ესპანური გრიპის გამომწვევი ვირუსის ქვეტიპს წარმოადგენს.

2020 წელი კორონა ვირუსი. 

კოვიდ 19-ის გავრცელება ჩინეთში,უჰანში დაიწყო. პანდემია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის . სწორედ ამიტომ ადამიანებმა შეცვალეს ცხოვრების ჩვეული რიტმი.   ამ დროისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია,რომ უფრო მარტივია ამ ვირუსის  გავრცელება.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: