არჩევნების მეორე ტური შიდა ქართლის ორ მუნიციპალიტეტში – ქარელსა და ხაშურში მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქარელის 33-ე და ხაშურის 35-ე საოლქო კომისიების ინფორმაციით, ხმის მიცემა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ყველა უბანზე.
ქარელის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრ ზაზა გულიაშვილს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკოლოზ ახალკაცს შორის მოუწევთ.
რაც შეეხება ხაშურს, ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იოსებ ბუაძე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი უპირისპირდებიან.
39 ნახვა