ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული

ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული. 4 მათგანი მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრია, 1 კი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

ხუთივე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება (173-ე მუხლი).

ზუგდიდის N20 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დილიდან რამდენჯერმე მოხდა.

32 ნახვა
desktop
mobile catfish