ცესკო – ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურში 49.9% შეადგინა

ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილეობა 1 024 406-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 49,9%-ია.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნმათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლების 47,7%-მა, რაც 478 642 ამომრჩეველია.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ რაჭა-ლეჩხუმშია – 59,9%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 43,2%.

159 ნახვა
desktop
mobile catfish