ვერძი
დაიცავით ზომიერება და სიმშვიდე, ახალი საქმეების დაწყებაში შესაძლოა ხელი შეგიშალოთ გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა. კარგი დღეა მუშაობისა და სერიოზული ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. შეიძლება მიიღოთ პრემია ან ჰონორარი.
კურო
ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ, სასურველია ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება. ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს. თავი შეიკავეთ ინიციატივის გამოჩენისა და აქტიურობისგან. დღეს შეიძლება თქვენი ილუზიების და თვითმოტყუების მსხვერპლი გახდეთ. ფული, რომელსაც გაასესხებთ დაგიბრუნდებათ დაგვიანებით. რომანტიკული განწყობა საშუალებას არ მოგცემთ მოსაწყენი საქმით დაკავდეთ.
ტყუპები
მეტი ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებას. იყავით დაკვირვებული, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან, რაც დაგეხმარებათ დაგროვილი დაძაბულობა მოიხსნათ.
კირჩხიბი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გაისეირნეთ, მოინახულეთ მეგობრები და დანარჩენი დრო პირადი სივრცის მოწესრიგებას დაუთმეთ. გამოცდილების წყალობით შეძლებთ თქვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებას. ყველაფერი, რაც მოხდება, თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.
ლომი
მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას, სწორ კვებას და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ახლა მნიშვნელოვანი პროექტების წარმოებისა და საქმეების გადაწყვეტისთვის შესაფერისი დრო არ არის.თქვენი გამოცდილების დახმარებით დღეს შეძლებთ სწორად განკარგოთ არსებული რესურსები. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების ქმედებამ იმედი გაგიცრუოთ.
ქალწული
დღეს ეცადეთ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შემოსავლის დამატებით წყაროების ძიება მოგიწიოთ.დღეს სერიოზული მუშაობა და ჩანაფიქრის განხორციელება გელით. საღამო შესაძლოა გაატაროთ საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან . აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეგიძლიათ ოჯახის წევრებს თხოვოთ.დღეს ფინანსური დანაკარგი გელით – ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. არ ღირს ახალი პროექტების განხორციელების წამოწყება. შეეცადეთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
მორიელი
აქტიური და ნაყოფიერი დღეა, თუმცა არ დაგავიწყდეთ პერიოდულად დასვენებაც. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და აკონტროლეთ ემოციური ბალანსი. დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ მისი სწრაფად მიღება არ ღირს, რადგან არც ისე მომგებიანი იქნება თქვენთვის. მეგობრებმა შეიძლება თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ.
მშვიდლოსანი
შესაძლოა ხასიათში გაღიზიანებამ იჩინოს თავი, ამიტომ მეტად აკონტროლეთ სიტყვები და თქვენი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ. დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმეთ,გახსოვდეთ რომ თქვენ ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება.
თხის რქა
აქტიურობა, სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ მატულობს ტრავმების ალბათობა, განსაკუთრებით გაითვალისწინეთ საჭესთან, თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან. სიზარმაცე გძლევთ. დღეს დამოკიდებული იქნებით პარტნიორებზე, ამიტომ, გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ იმათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ.
მერწყული
საკმაოდ ქაოტური დღეა, დღეს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეებისა და მოლაპარაკებების წარმოებას. ეცადეთ მეტი სიმშვიდე შეიტანოთ როგორც სამსახურში ასევე ოჯახში.დღევანდელი დღე ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ, რაც დაკავშირებული იქნება ახლობელ ადამიანთან.
თევზები
იყავით მტკიცე და მიჰყევით დღის გეგმებს, შესაძლოა თავი იჩინოს გარკვეულმა სირთულეებმა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით წარმატებულია ხელოვნების სფეროში დაკავებული პირებისთვის. ბიზნესმენები სარფიან კონტრაქტებს გააფორმებენ ან საიმედო პარტნიორებს შეიძენენ. პრობლემური საკითხებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მოძებნით.