სახლში არსებული სული არადამიანური და დემონური იყო

ჰორორის მოყვარულ ადამიანებს ნანახი ექნებათ ფილმი “ანაბელი”, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ყველაფერი 1907 წელს დაიწყო,როდესაც დედამ ანტიკვარულ მაღაზიაში თავისი გოგონასთვის,დონასთვის სათამაშოს ყიდვა გადაწყვიტა. ამ დროისთვის დონა კოლეჯის სტუდენტი იყო და პატარა ბინაში ცხოვრობდა თავის მეგობარ ენჯისთან ერთად. საჩუქრით გახარებულმა დონამ თოჯინა თავის საწოლზე მოაკალათა,როგორც საწოლის აქსესუარი. რამდენიმე დღის შემდეგ მათ
შენიშნეს, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, თოჯინას ადგილი ჰქონდა შეცვლილი. რაც დრო გადიოდა ეს მოძრაობა უფრო შესამჩნევი ხდებოდა. როდესაც დონა და ენჯი სახლში ბრუნდებიდნენ თოჯინა სულ სხვა ოთახში ხვდებოდათ. ანაბელი არამხოლოდ მოძრაობდა, არამედ წერდა კიდეც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დონა და ენჯი პოულობდნენ ფანქრით ქაღალდზე დაწერილ შეტყობინებებს, რომლებზეც ეწერა:”დაგვეხმარეთ” . ხელწერა ბავშვისას ჰგავდა. უამრავი ფაქტის შემდეგ დონა მიხვდა, რომ მის სახლში არსებული სული არადამიანური და დემონური იყო. დონამ გადაწყვიტა,რომ მიემართა ეკლესიისთვის დასახმარებლად, დაუკავშირდა ადგილობრივ ეპისკოპოსს ჰიგენს,ეკლესიამ უმაღლეს ორგანოს მიმართა და მათი დახმარებით მოხდა უორენებთან დაკავშირება. 2-3 კვირის განმავლობაში უამრავი საშინელება დატრიალდა სახლში. საბოლოოდ გაირკვა, რომ ყველაფერი ანაბელისგან დაიწყო . საქმე ისაა,რომ ოჯახის წევრებისგან დაწყებული,სახლში უცნობი მაცხოვრებლით დამთავრებული ყველა ცდილობდა ანაბელ ჰიგინსის სულის გამოძახებას. ალბათ იმიტომ,რომ გაეგოთ რა შეემთხვა მას რეალურად. სპირიტული სეანსების დროს კი კავშირი ხდება ბნელ, დემონურ ძალებთან და არა გარდაცვლილთა სულებთან.სწერედ ამ სეანსების დროს შემოვიდა დემონი კონტაქტში და იქვე დაისადგურა კიდეც. გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა შუაშია თოჯინა?! სწორედ მისი საშუალებით ცდილობდნენ ანაბელის სულთან დაკავშირებას,რადგან ის ანაბელს ეკუთვნოდა. .საბოლოოდ ეპისკოპოსის კურთხევით იმ სახლში ჩატარდა ეგზორციზმის რიტუალები. თუმცა უშედეგოდ. ეკლესიამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით შეადგინა შვიდგვერდიანი დოკუმენტი. თოჯინა კი დონას თხოვნით, უორენებმა წაიღეს.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: