გოგა აფციაური-შესაძლოა სექტემბრიდან იმპიჩმენტების სერია ვიხილოთ

“დიდი ამბებია გორის საკრებულოში და მერიაში, შესაძლოა სექტემბრიდან იმპიჩმენტების სერია ვიხილოთ. საიდუმლო აღარც არის და მთელი ქალაქი უკვე ლაპარაკობს, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციები დაიწყეს. განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს. 1- მერის იმპიჩმენტი. ჩემი წყაროები ამბობენ, რომ მერის იმპიჩმენტის საფუძველს იოლად მონახავენ, მაგრამ კანონში თუ ჩავიხედავთ ამისთვის 15 კაციანი შემადგენლობიდან 10 ხმაა საჭირო. ოპოზიციას აქვს გარანტირებული 8 ხმა, სწორედ ეს 8 ხმაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპოზიცია შესთავაზებს საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს(ფორუმი) და დავით რაზმაძეს (რესპუბლიკელი) მერის იმპიჩმენტის საკითხში მხარდაჭერას, სამაგიეროდ თავმჯდომარეს ადგილს შეუნარჩუნებენ და მხოლოდ მოადგილის პოსტს მოითხოვენ ოპოზიციისთვის. თუ აქ არ იქნა თანხმობა მიღწეული მაშინ ამოქმედდება მეორე სცენარი. ეს 8 კაცი გადააყენებს თავმჯდომარეს და მოადგილეს. სიითი შემადგენლობის უმრავლესობა აქ აქვთ. მერი დარჩება, მაგრამ საკრებულო მის ყველა ინიციატივას დაბლოკავს, მოკლედ ორმოს ვერ ამოავსებს საკრებულოს გარეშე. ამით მერის საბოლოო დისკრედიტაცია მოხდება არჩევნებამდე 1 წლით ადრე. დასუსტებული მერია არჩევნების წინ უკვე წარმოგვიდგენია რაც იქნება, ისედაც არაერთ საკითხში არიან გაჭედილები. ამ ვერსიებს რა თქმა უნდა აქვს ქვედა დინებებიც. ბუნებრივია ოქრუაშვილს ექნება მოთხოვნები, მისი 4 წევრი საკრებულოში ახლა ყველაზე წონიანია, მოკლედ საკრებულოს ხელმძღვანელობა ყველაზე მძიმე ვითარებაშია. საინტერესო შემოდგომა გველის ქალაქში და შესაძლოა პირველად გორში მოხდეს ან მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი. მოადგილეების იმპიჩმენტი სხვა ქალაქებში უკვე განხორციელდა როცა თავისუფალი დემოკრატები გაუშვეს თანამდებობებიდან, ისე ხაშურის გამო ალასანიას ხალხს რევანშის აღება გორში შეუძლიათ. ვნახოთ ამ ვერსიებიდან რომელი ამუშავდება. არ დაგვავიწყდეს გარე ფაქტორები, ვგულისხმობ თბილისის ოფისებს და უშიშროების სამსახურს.” ეს პოსტი გოგა აფციაურმა სოციალურ ქსელში 15 აგვისტოს დაწერა, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დღეს საკრებულოს კანცელარშია ქალაქის მერის უნდობლობის გამოცხადების შესახებ განცხადება შეიტანა, საკრებულოს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ასევე   საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის გადგომას მოთხოვნითაც შეიტანეს განცხადება. საკანონმდებლო პროცედურების გათვალიწინებით დეპუატების განცხადი საკრებულოს დღის წერიგში უახლოეს სხდომაზე უნდა შევიდეს.

Related posts