ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის”აღმასრულებელი დირექტორის განცხადება

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” აღმასრულებელი დირექტორის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადება.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ დავინიშნე ტელეკომპანია “თრიალეთის” აღმასრულებელ დირექტორად, რის შემდეგაც დავაანონსე ტელევიზიის სრული განახლება, ახალი პროექტების განხორციელება და ა.შ..განახლების პარალალურად, ჩემივე ინიციატივით მოეწყო ინტერნეტ გამოკითხვა (და არა კვლევა) გორის სკოლების შესახებ. თავიდანვე აღინიშნა, რომ ეს არ იყო კვლევა, არ ასახავდა ამა თუ იმ სკოლის სწავლის და შესაძლებლობების ხარისხს. გამოკითხვას ჰქონდა სახალისო ხასიათი, რაშიც უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.ასეთივე სახის გამოკითხვა მრავალი გვხვდება სოციალურ ქსელში. არის სხვადასვა შეკითხვა, თუ ვის რომელი პოლიტიკოსი მოსწონს, ვინ რომელ სასწავლებელს ანიჭებს უპირატესობას, ვის რომელი არასამთავრობოს მუშაობა მოსწონს და სხვა მრავალი.გამოკითხვა რომ ჩემს მიერ იყო დაგეგმილი, ყველა დაინტერესებულმა პირმა იცოდა. მეტიც, გამოკითხვის შესახებ გავიდა სიუჟეტი, სადაც დეტალურად ვსაუბრობდი ზემოთხსენებულზე.ჩემდა გასაკვირად, ადამიანების გარკვეული ჯგუფისგან, მარტა ბიბილაშვილის მეთაურობით, წამოვიდა სრული ისტერია. ამ ადამიანებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ამ ყველაფრის უკან მე ვიდექი და არ მოერიდნენ არათუ ჩემს ლანძღვას, ჩემს ოჯახზეც გადავიდნენ, აღარაფერს ვამბობ „თრიალეთის“ და მისი ჟურნალისტების მამართ მადისკრედიტებელ ფრაზებზე.მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენი მხრიდან ამ ლანძღვა-გინების კამპანიას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლოდა, არც სოც-ქსელში და არც სატელევიზიო ეთერში.თუმცა, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებდნენ “თრიალეთის” რესურსს, ზოგიც მასპინძლის და ზოგიც სტუმრის რანგში, მიზანმიმართულად აგრძელებდნენ ტელეკომპანიის დისკრედიტაციას..სწორედ ამის შემდეგ, პირადად ჩემი ინიციატივით მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც პასუხი გაეცა, მათი „აქტიურობისა“ და აგრესიის საფუძვლებს.სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მარტა ბიბილაშვილი აქვეყნებს პოსტს, სადაც აცხადებს, რომ მან, როგორც მოქალაქემ, თავის პოსტში შეკითხვა დასვა და ჩვენ კი, სიუჟეტი მიუძღვენით. აქვე, მარტას ისრები გადააქვს ტელევიზიის ყოფილ დამფუძნებელზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია აღნიშნულ ფაქტთან. სავარაუდოდ, ამით მარტას უნდა, რომ მომგებიან სიტუაციაში ჩაიყენოს თავი და საზოგადოებას თავი მართალ ადამიანად მოაჩვენოს.ამავე პოსტში, მარტა მოგვმართავს, რომ თითქოს, ჩვენი “გამოწვევა” მიღებულია და ფაქტიურად ომი გამოგვიცხადა. ძვირფასო მარტა!შენ, შეკითხვა კი არ დასვი, შეურაცმყოფელი პოსტი დაწერე, სადაც აღნიშნავ, რომ “კაცი ვერ გაიგებს რას ემსახურება თქვენი გამოკითხვა” და დაამატე: -“დოქსოპულო შენ დედა გყავს?”შენი დაწერილ პოსტს, მოჰყვა რამდენიმე არანორმალური (და ნორმალურისაც) ადამიანის შეურაცმხმყოფელი, დამცინავი, სალანძღავი ტექსტები, ტელეკომპანიის მიმართ, რომლებსაც შენ, ყველას უწონებდი, ეთანხმებოდი.მარტა, ჩვენ არ გვინდა შენთან ომობანას თამაში. ჩვენ ვმუშაობთ და მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, ზოგიერთ ადამიანს მოგეწონებათ თუ არა ჩვენს მიერ გაშუქებული ინფორმაცია, თუ სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვა. ჩვენ ვმუშაობთ, იმ მრავალი ათასობით ადამიანისთვის, ვინც თქვენს მსგავსად აქტიურად ადევნებს თვალს ჩვენს მუშაობას და თქვენგან განსხვავებით, “თრიალეთის” სიძულვილით არ არიან შეპყრობილნი!აქვე, შენს განცხადებაზე, რომ თითქოს არ გინდა, შენ ხარჯზე “თრიალეთმა” პოპულარობა მოიპოვოს, გეტყვით, რომ არანაირად არ გვინდა შენს მიერ მოტანილი პოპულარობა!და ბოლოს! მე, ოთარ კვირიკაშვილი, როგორც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” დირექტორი, მივმართავ “თრიალეთის” დისკრედიტაციით დაკავებულ ადამიანთა ჯგუფს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ვიპოვო მიზეზი, თუ რამ გამოიწვია თქვენი სიძულვილი ტელეკომპანიის მიმართ! ხომ არ არის მიზეზი, თქვენი ან თქვენი ახლობლის შესახებ სიმართლის თქმა, ან რაიმე დანაშაულის ფაქტის გაშუქება? ხომ არ არის ვინმეს პიროვნული, თუ პოლიტიკური გავლენა? ან, სულაც, ხომ არ იზღვევთ თავს, და წინასწარ აკრიტიკებთ “თრიალეთს”, იმის გამო, რომ მომავალში “თრიალეთმა” არ გააშუქოს თქვენს შესახებ რაიმე გადაცდომა, მარტა ბიბილაშვილის მსგავსად, რომელიც საქმის კურსშია, რომ “თრიალეთმა” მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია, მის მიერ გახარჯული, თუ გადახარჯული თანხების შესახებ. მისი პირველი პოსტიც სწორედ ამას მოჰყვა და ვფიქრობთ მისი ასე მოულოდნელად გააქტიურების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.სიტყვას გაძლევთ, რომ ვერ დაიზღვევთ თავს! ჩვენ ყველას შესახებ, ყველა კანონდარღვევას გავაშუქებთ! ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს! პატივისცემით ოთარ კვირიკაშვილი.

თრიალეთი TV