ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები სამშობლოში ჩამოასვენეს

 

დღეს, 16 მაისს, საქართველოში გლოვის დღეა. გლოვის დღე საქართველოს მთავარობის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოაცხადა.  ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე – სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. 

 

Related posts