ფიოდორ დოსტოევსკის 23 გენიალური ციტატა

1.სინდისი – ეს არის ღმერთის მოქმედება ადამიანში!

2.არავინ, არავინ უნდა იცოდეს, რა ხდება ცოლსა და ქმარს შორის, სანამ მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი კამათიც არ უნდა მოუვიდეთ, საკუთარი დედაც კი არ უნდა მოიყვანონ მოსამართლედ და ერთმანეთზე სხვებთან არ უნდა ილაპარაკონ. თვითონ არიან საკუთარი თავების მოსამართლეები. სიყვარული – ღვთის საიდუმლოა და რაც არ უნდა მოხდეს ის ყველა უცხო თვალისგან უნდა იყოს დამალული. ასე ისინი უფრო დიდი პატივისცემით შეხედავენ ერთმანეთს, პატივისცემაზე კი ბევრი რამ არის დაფუძნებული.”

3.ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, იმან დარდიც დიდი იცის.”

4.რამდენიმე დღით განმარტოვდი და ნახავ, ვის სჭირდები ყველაზე მეტად….”

5.“პიროვნება, რომელსაც უყვარს ჩახუტება, ჭეშმარიტად კარგი ადამიანია”

6.ნუ დააბინძურებთ თქვენს მეხსიერებას წყენით, თორემ იქ აღარ დაგრჩებათ ადგილი მშვენიერი წუთებისთვის.

7. “ადამიანი დროს გამონახავს ყველაფრისთვის, რაც მისთვის ღირებულია და გულითა სწადია”.

8.„ყველა როდია ღირსი, რომ ყურადღება მიაქციო“.

9.“სილამაზე კი არ იწვევს სიყვარულს, სიყვარული აღგვძრავს დავინახოთ სილამაზე”.

10.მადლობა მოახსენეთ შემოქმედს, დიდი გული რომ მოგცათ, რომელსაც შეუძლია ამდენი ტანჯვის ატანა.

11.”წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…”–”დანაშაული და სასჯელი”

12.”ზოგიერთ მსმელს მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული ელაპარაკოს ვისმე, მეტადრე თუ შინ სასტიკად ეპყრობიან და ჩაგრავენ.”-“დანაშაული და სასჯელი”

13.”საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.”–”დანაშაული და სასჯელი”

14.”ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.”-“დანაშაული და სასჯელი”

15.”რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.”–”დანაშაული და სასჯელი”

16.”ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.”–”იდიოტი”

17.”ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს…”-“იდიოტი”

18.” გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია… შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით.”–”იდიოტი”

19.” ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი.”-“იდიოტი”

20.” სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.”–”იდიოტი”

21.”თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.-“ძმები კარამაზოვები”

22.”–ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?

– დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.

– ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!

– რატომ უბედური?

– იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.

– შესაძლოა, მართალი ხარ!… მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია…

– მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო”–”ძმები კარამაზოვები”

23.” ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი”–”ძმები კარამაზოვები”

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: