გრიპი თუ კოვიდი? – როგორ განვასხვავოთ ვირუსები სიმპტომების მიხედვით

კორონავირუსის, გაციებისა და გრიპის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა, იყოს მცირედი განსხვავებებიც.   კოვიდის კლასიკური სიმპტომებია – ხველა, რომელიც დიდხანს გრძელდება: ცხელება, ცვლილება ყნოსვისა და გემოს შეგრძნებაში.

თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ პაციენტების ნაწილისთვის კორონავირუსი მიმდინარეობს ზუსტად ისეთი სიმპტომებით, როგორიც, ზოგადად, „ძლიერ გაციებას“ ახასიათებს – თავისა და ყელის ტკივილით, სურდოს თანხლებით.

BBC, ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, სიმპტომების მიხედვით, კორონავირუსი და გრიპი. თუმცა, აქვე, ექიმები ხაზგასმით ამბობენ, რომ პანდემიის დროს ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის სიმპტომი შესაძლოა, კოვიდის მანიშნებელი იყოს და აუცილებელია ტესტის ჩატარება.

თუ სიცხე გვაქვსნიშნავს თუ არარომ ეს  შესაძლოაკოვიდი იყოს?

მაღალ ტემპერატურად მიიჩნევა 37.8 C და ზემოთ. როდესაც ასეთი ტემპერატურა აღინიშნება, ნიშნავს, რომ ორგანიზმი ინფექციას ებრძვის. პანდემიის პერიოდში, როდესაც კოვიდის გავრცელების ძალიან მაღალი მაჩვენებელია, არის დიდი შანსი, რომ ცხელება სწორედ კორონავირუსის მაჩვენებელი იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა მაღალია.

ხველა

გრიპის დროს, სხვა სიმპტომებთან ერთად, ძალიან ხშირია ხველაც. გრიპი, როგორც წესი, იწყება მოულოდნელად და პაციენტი გრძნობს კუნთებისა და თავის ტკივილს, გადაღლილობას, იწყება სურდო და ყელის ტკივილი. ამ ყველაფერს თან ახლავს ხველა. შეგრძნებები უფრო მძიმეა, ვიდრე გაციების დროს. გაციების დროს, როგორც წესი, სიმპტომები ეტაპობრივად ჩნდება და უფრო მსუბუქია. ხველასთან ერთად, შესაძლოა, აღინიშნებოდეს ცემინებაც. მაღალი სიცხე, თავისა და კუნთების ტკივილი, გრიპისგან განსხვავებით, იშვიათია.

კორონავირუსის ხველა, როგორც წესი, ნიშნავს ძლიერ ხველებას, რომელიც საათზე მეტხანს გრძელდება, ან – ხველის სამ ან მეტ ეპიზოდს 24 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, კორონავირუსის დასადგენი ტესტის ჩატარება.

რას შეიძლება ნიშნავდეს – გემოსა და ყნოსვის დაკარგვა ან  შემცირება

არომატისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შემცირება – კორონავირუსის ყველაზე ხშირი მახასიათებლებია და დაუყოვნებლივ უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა. შესაძლოა, ეს გაციების ბრალიც იყოს, თუმცა კოვიდის შემთხვევების უმეტესი  რაოდენობა სწორედ ამ ორი სიმპტომის თანხლებით მიმდინარეობს.

ცემინება

ცემინება არ არის კოვიდის კლასიკური სიმპტომი, და თუ თქვენ არ გაქვთ ცემინებასთან ერთად სიცხე, ხველა ან ყნოსვის/გემოს შეგრძნების დაქვეითება, ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, არ გჭირდებათ კოვიდის ტესტი. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ცემინებისას გამოყოფილი წვეთები ავრცელებს ვირუსს, ამიტომ უნდა ავიფაროთ სახეზე ხელსახოცი, შემდეგ კი ნაგვის ურნაში გადავაგდოთ და ხელები დავიმუშავოთ.

ამერიკელი სპეციალისტების გაიდლაინით, ადამიანებს შესაძლოა, ჰქონდეთ კოვიდი, თუ აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

სიცხე, ან ჟრჟოლა

ხველა

სნთქვის უკმარისობა

დაღლილობა

კუნთების ტკივილი

თავის ტკივილი

გემოსა და ყნოსვის დაკარგვა

ყელის ტკივილი

სურდო

ღებინება

დიარეა

წყარო : https://www.bbc.com/news/health-54145299

44 ნახვა
desktop
mobile catfish