4 შვილის დედა, რომელიც მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში ცენტრალურ ტრასაზე ამავე სოფლის მკვიდრს მარინა მურვანიძე-ცერცვაძეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა 13 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალი გზაზე ჩანთით ხელში მიდოდა, რა დროსაც ავტომობილი უკნიდან დაეჯახა. სამწუხაროდ,  შემთხვევის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

ჩვენი წყაროს ცნობითვე, 4 შვილის დედა, მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ.  ქალბატონი ცხოვრობდა “მერიის ბინებად” წოდებულ საცხოვრებელ კორპუსში. მისი 4-ვე შვილი მცირეწლოვანია.

წყარო: “გურია ნიუსი” 

267 ნახვა
desktop
mobile catfish