ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

რიყის პარკის ტერიტორიაზე 10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდება, რომელსაც სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მეტრო “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.

38 ნახვა
desktop
mobile catfish