„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობით ორბელიანის მოედანზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გაჩერდნენ.

პრეზიდენტის სასახლესთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მიშას“, „მონა“.

ადგილზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა გააკეთეს წარწერაც – “თავისუფლება მიშას”.

აქციის მონაწილეების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ უცნობია, ისინი მარშრუტს დაუგეგმავად ცვლიან. მსვლელობის მიმართულების და დეტალების შესახებ არც პარტიის ლიდერები საუბრობენ.

36 ნახვა
desktop
mobile catfish