სად უნდა აიღონ მოქალაქეებმა მწვანე პასპორტი?

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტი ამოქმედდება.
ეს სტატუსი მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ აცრილები
არიან, ან კოვიდი გადატანილი აქვთ, ასევე იმათ, ვინც  PCR ტესტი
ჩაიტარა ( PCR ტესტს 72 საათი აქვს ვადა), ან რომლებსაც 24 საათის
განმავლობაში სწრაფი ტესტი ექნებათ აღებული. ასეთ შემთხვევაში
მათ ეძლევათ სპეციალური კოდიანი ფურცელი, რომლითაც
დგინდება, რომ ასეთი ადამიანები გარშემომყოფთათვის უსაფრთხო
არიან. 

მწვანე საშვის აღება მოქალაქეებს იუსტიციის სახლში თავისუფლად
შეუძლიათ, ან იმ დაწესებულებებში,სადაც ისინი ტესტს აიღებენ, ან
ვაქცინაციას ჩაიტარებენ.
„მწვანე პასპორტი ეს არ გახლავთ ერთი მწვანე ფერის დოკუმენტი, ეს არის
სტატუსი, რომელსაც ადამიანი იღებს სხვადასხვა პირობების დაკმაყოფილების
შემთხვევაში. ეს პირობებია: თუ ადამიანი ორჯერ არის აცრილი, თუ ადამიანს
გადატანილი აქვს კოვიდინფექცია. გადატანაში ვგულისხმობთ
ლაბორატორიულად დადასტურებას და აქედან 14 დღის გასვლას, რადგან 14
დღე პირი იზოლაციაში უნდა იყოს. მწვანე პასპორტის მატარებელია ასევე ის
ადამიანი, რომელსაც გააჩნია 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი და 24-
საათიანი ვალიდურობის სწრაფი ტესტი. მაქსიმალური კომფორტი რომ
შევუქმნათ მოსახლეობას და არ გავურთულოთ მწვანე პასპორტის მიღების
პროცესი, მათ აქვთ რამდენიმე ალტერნატივა. შეუძლიათ მიმართონ
იუსტიციის სახლს და იქ აიღონ დამადასტურებელი პასპორტი, ან გამოიყენონ
ის ცნობა, რომელსაც  აძლევს ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ მათ
დაწესებულება, სადაც ვაქცინაცია ჩაიტარა და რომელზეც დატანებულია კოდი.
გარდა ამისა, თუ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, მასაც აძლევს
შესაბამის ცნობას გამტესტავი დაწესებულება. თუ PCR-ს იკეთებს, 24 საათის
მერე მისდის შეტყობინება და ცნობაც შეუძლია აიღოს, სწრაფი ტესტის
შემთხვევაშიც იქვე გაიცემა ცნობა. დაწესებულებაში შესვლის შემთხვევაში იმ
დაწესებულებას, შემმოწმებელ ორგანიზაციასაც ექნება სპეციალური
 პროგრამა, რომლითაც  შეეძლება დაადგინოს მისი მომხმარებლის სტატუსი“, –
ამბობს უწყებთაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული
შტაბის უფროსი ბატონი გიორგი ღიბრაძე. 


დოკუმენტი ფასიანია?
დოკუმენტის აღება უფასოა, თუმცა თუ პირს რომელიმე დაწესებულებაში
შესასვლელად ტესტის აღება დასჭირდება, მაშინ ღირებულება თვითონ უნდა
გადაიხადოს.

სად არ მოსთხოვენ მოქალაქეებს მწვანე პასპორტს?
მოქალაქეებს მწვანე პასპორტს არ მოსთხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც მათი
ყოფნა იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად, თუ ადამიანი მიდის
კლინიკაში, მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან მაღაზიაში შედის
პროდუქტის შესაძენად.
სად იქნება აუცილებელი პასპორტის წარდგენა?
თუ თქვენ ხართ 18 წლის ზევით ასაკის და გსურთ  ისეთ ადგილებში
მოხვედრა, როგორიცაა კაფეების დაბარების ღია და დახურულ სივრცეები,
რესტორნები, კინოთეატრები, მუზეუმები, ოპერა, საკონცერტო დარბაზები,
გასართობი ცენტრები, სამორინეები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები,
სასტუმროები, სამთო კურორტების საბაგირო გზები, მაშინ იქ აუცილებლად
მოგთხოვენ მწვანე პასპორტს. ან შეგიძლიათ წარადგინოთ აცრის ან
ტესტირების დროს მიღებული კოდიანი ფურცელი. აღსანიშნავია, რომ მწვანე
პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ
პერსონალს  – არა.„ჯერჯერობით ამ კუთხით არ არის ვალდებულება
შემოღებული, რომ დაწესებულების პერსონალი აუცილებლად უნდა იყოს
აცრილი, თუმცა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა. ეს საკითხი
შეიძლება მარკეტინგული წახალისების მიმართულება იყოს. შეიძლება ამათუ
იმ ობიექტს მიენიჭოს მწვანე სტატუსი იმის გამო, თუ  იქ მომუშავე
პერსონალი სრულად აცრილი იქნება.  მწვანე სტატუსი ექნებათ და ეს
მომხმარებლისთვის იქნება მაჩვენებელი იმის, რომის რესტორანი, ან სხვა
დაწესებულება, მისთვის არის უსაფრთხო.  ვფიქრობ, ეს დამატებითი
სტიმული იქნება ხალხისთვის, რომ წავიდეს იმ რესტორანში, რომელსაც
მწვანე სტატუსი ექნება. ვნახოთ, რამდენ დაწესებულებას ექნება სურვილი
რომ მწვანე სტატუსი ჰქონდეს. მერე მოხდება ალბათ გადაწყვეტილების
მიღება დამატებით შეღვათებთან დაკავშირებით“,- ამბობს ღიბრაძე.


ამჟამად ფუნქციონირებს ვებგვერდი –covidpass.moh.gov.ge, რომლის
მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პირადი მონაცემების შეყვანით
თავისი სტატუსი გადაამოწმოს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
მალე ამოქმედდება აპლიკაცია, რომელიც ციფრულად დაადასტურებს თქვენს
მწვანე სტატუსს. ეს აპლიკაცია დაკავშირებული იქნება დაავადებათა
კონტროლის ცენტრის ორ ბაზასთან: იმუნიზაციის ბაზასთან და კოვიდ
ლაბორატორიების ბაზასთან, სადაც ყველა დიაგნოსტირებული,
ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამ
ბაზებიდან მოხდება პირის შემოწმება. მობილურ აპლიკაციაში განთავსდება
კერძო პირის მწვანე სტატუსი, რაც მოიცავს: ვაქცინაციის სტატუსს, პსრ-
ტესტების ჩატარების ისტორიას, ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას და
ინფიცირების ისტორიას, „მწვანე პასპორტი არ არის ახალი, უბრალოდ ახლა
ხდება მისი მოქმედების არეალის გაფართოება. სპორტულ ღონისძიებებზე,
სხვადასხვა ტრენინგებზე დასასწრებად, სწავლებების დროს ამას ისედაც
ვიყენებდით. მალე ასევე შესაძლებელი იქნება აპლიკაციითაც სტატუსის

გადამოწმება.ახლა გადის  ეს აპლიკაცია ტესტირებას გუგლის და ეფლის
პლატფორმებზე, რომ შემდეგ ადამიანებმა დაიყენონ ეს თავიანთ
ტელეფონებზე და გაიადვილონ პროცესი“, – ამბობს გიორგი ღიბრაძე. 


თუ პირი აცრილი არ არის და არც კოვიდი აქვს გადატანილი, მას
ზემოჩამოთვლილ დაწესებულებებში ყველა შესვლის წინ ტესტის აღება
თავიდან მოუწევს. 72 საათში ერთხელ PCR ჩატარება, ან 24 საათში ერთხელ
სწრაფი ტესტის გაკეთება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არ იქნება
კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა,როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.
„იყო მოსაზრება, რომ გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა,
მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ
გაიზიარა, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს
კორონავირუსი”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა. 


იქნება თუ არა მწვანე პასპორტის გაყალბება შესაძლებელი?
ეს კითხვა საზოგადოებაში დაისვა კიდეც, თუმცა როგორც ბატონი გიორგი
ღიბრაძე ამბობს, ამ დარღვევის გამოვლენა ადვილი იქნება. „კიდევაც რომ
გააყალბონ მწვანე პასპორტი  ის დაწესებულება, რომელიც ვალდებული
იქნება, მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუშვას მომხმარებელი  ამას ადვილად
დაადგენს, რადგან მას ექნება ამ სტატუსის გადასამოწმებელი სპეციალური
აპლიკაცია და თუ რამე არის გაყალბებული, ავტომატურად ამოაგდებს და
გამოჩნდება რომ ცნობა არის ყალბი.“
რა სახის ჯარიმაა დაწესებული რეგულაციების წესების დარღვევისთვის?
კოვიდრეგულაციების დაცვის წესს შრომის ინსპექცია და პოლიცია შეამოწმებს.
იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე რეგულაციის წესს დაარღვევს, მაშინ ის 2000
ლარით დაჯარიმდება, ხოლო თავად კომპანია _ 10 000 ლარით. „შემოწმება არის
პირველ რიგში შრომის ინსპექციის პრეროგატივა და მას სხვა უწყებებიც
დაეხმარებიან. დაჯარიმება მოხდება იგივე წესით, როგორც აქამდე ხდებოდა“, –
ამბობს გიორგი ღიბრაძე.


პ.ს. მთავრობამ მწვანე პასპორტის თემაზე საზოგადოების მეტად
ინფორმირებულობისთვის სპეციალური რგოლი მოამზადა. აქვე გთავაზობთ ამ
ბმულს.

თრიალეთი TV