მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. “საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია,” – ნათქვამია უწყებიის განცხადებაში.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: