კოვიდსერთიფიკატი Apple-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია

კოვიდსერტიფიკატის მისაღებად შექმნილი მობილური აპლიკაცია  “Georgia e-Health”,  Apple-ის მომხმარებლებისთვის  უკვე ხელმისაწვდომია.

აპლიკაციაზე  დარეგისტრირების შემდეგ, მოქალაქეები QR-კოდს მიიღებენ, რომელზეც დატანილია ინფორმაცია ვაქცინაციის, PCR ტესტისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ.

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერტიფიკატი 15 ნოემბერს აღიარა, საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრებულია 49 ქვეყანა.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ეს სტატუსი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ აცრილები არიან, ან კოვიდი გადატანილი აქვთ, ასევე იმათ, ვინც PCR ტესტი ჩაიტარა ( PCR ტესტს 72 საათი აქვს ვადა), ან რომლებსაც 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი ექნებათ აღებული. ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ სპეციალური კოდიანი ფურცელი, რომლითაც დგინდება, რომ ასეთი ადამიანები გარშემომყოფთათვის უსაფრთხონი არიან.

მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში,  ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე,  სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.

37 ნახვა
desktop
mobile catfish