თბილისში 79 საბავშვო ბაღი დაიხურა – მიიღებენ თუ არა პროდუქტს აღსაზრდელები

etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 79 საბავშვო ბაღია დახურული, რაც საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, მშობლები აპროტესტებენ, კოვიდის დაფიქსირების გამო, სააღმზრდელო დაწესებულების სრულად დახურვას და წერტილოვან შეზღუდვებს ითხოვენ, არსებული პროტოკოლი გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას არ იძლევა და ბაღში ვირუსის ერთი შემთხვევის გამოვლენისთანავე, დაწესებულება სრულად იხურება.

აქვე საინტერესოა, ეკუთვნით თუ არა პროდუქტები იმ აღსაზრდელებს, რომლებიც ბაღში ინფექციის დაფიქსირების გამო არ დადიან? – ამ კითხვაზე ოფიციალურ უწყებაში განგვიმარტეს, რომ საკვების გატანა ბაღებიდან არ ხდება.

175 ნახვა
desktop
mobile catfish