ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კონსენსუსის საფუძველზე მოამზადა.სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, დასკვნა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, საჯარო ნაწილი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას და რეკომენდაციებს, ხოლო მეორე ნაწილი არის კლინიკური გასინჯვების შედეგები, რაც დახურულია და მხოლოდ შესაბამის პირებს გააცნობენ.დასკვნის შინაარსი ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი გრიგოლიამ გააცნო.“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენ შევაფასეთ, როგორც კრიტიკული. ეს მდგომარეობა როგორც კრიტიკული შეფასებულია იმიტომ, რომ 48 დღეა, შიმშილობს. მას აქვს ენცეფალოპათიის ნიშნები, აქვს კალიუმის ნაკლებობა, ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, რაც კომბინაციაში თალასემიასთან გვაძლევს სახიფათო გართულების შესაძლებლობას. აგრეთვე, თვითონ აღნიშნავს გასტროდუოდენური სისხლდენის ნიშნებს — ყველაფერი ეს ჯდება იმ სტატუსში, რა სტატუსსაც ჰქვია კრიტიკული მდგომაროება”, — განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.რაც შეეხება გლდანის ციხის საავადმყოფოს აღჭურვილობას, გრიგოლიას თქმით, დაწესებულება ცუდად აღჭურვილი არ არის, 2 კვირის წინ გახნილია საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული ოთახი, გადაყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან და დაწესებულებაში ყოველდღე მორუგეობს ზოგადი პროფილის (თერაპევტი ან ქირურგი) ერთი ექიმი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი.“აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს დაწესებულება არ არის იმისთვის მზად, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს სათანადო მკურნალობა გაეწიოს. მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი და იმედია, არ იქება, მაგრამ მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ვინაიდან არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომაროება ყოველდღიურად გართულდება. ინტენსიური თერაპია მოიცავს სითხეების გადასხმას, ელექტროლიტების ბალანსს, ვიტამინების და მინერალების მიღებას, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას. ყველაფერი ეს არ კეთდება. ის იმყოფება ცალკე ოთახში და გვერდზე ოთახში არის გამზდებული რეანიმაციული ბრიგადა. შიმშილის შედეგად მთელი ორგანოები ზიანდება. ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელიც ერთი ორგანოს სპეციალისტი შეიძლება გამოძახო და მიზანმიმართულად უმკურნალო. ეს არის მულტიპოლიორგანული დაზიანება და როცა ადამიანი გადააბიჯებს ამ კრიტიკულ ზღვარს, ძალიან უცბად იწყება მთელი რიგი სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, პოლოორგანული უკმარისობა და ამ სტადიაში ადამიანის მკურნალობა არის გაცილებით მძიმე და ძალიან ბევრ შემთხვევაში, შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს. ამიტომ, ვინაიდან პაციენტი ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებას, მაგრამ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, საჭიროა მულტიპროფილის სპეციალისტები, შინაგანი სნეულებების სპეციალისტები, ენდოკრინოლოგები, ნეფროლოგები, გასტროენტეროლოგები და ა.შ. სამწუხაროდ, ამ კლინიკას ესენი პერმანენტულად არ ჰყავს — შეიძლება გამოძახება, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ადგილზე არ არიან და შესვლა-გამოსვლაც არის გაძნელებული. აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, ასეთ მდგომაროებაში პაციენტი არ უნდა იმყოფებოდეს ამ დაწესებულებაში”, — განაცხადა გიორგი გრგოლიამ.ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაექსპერტთა დასკვნის მიხედვით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სტატუსი კრიტიკულია და რისკის განმსაზღვრელი ფაქტორებია:შიმშილობის 48 დღე დასტურდებავერნიკეს ენცეფალოპათიაპერსისტენტული ჰიპოკალემია – 08.11.2021 იდანანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობასრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმამაღალი სტრესული გარემოდასკვნის თანახმად, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი გართულებებია: ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსითჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობაგასტრო ინტესტინალური სისხლდენაჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემიაპულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)გულის უკმარისობაშიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომიექიმების შეფასებით, აღნიშნული რისკების მქონე პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს:შესაბამისი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურამულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალირთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილებაპოლიპროფილური სამედიცინო მომსახურების 24 საათიანი და გადაუდებელი ხელმისაწვდომობა“ყველა ჩვენ მიერ ნანახი ფაქტობრივი მონაცემი მიუთითებს, რომ კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე. სამედიცინო აპარატურის ნაწილი არის ფუნქციური, ნაწილი გადის ტესტირების რეჟიმს. სამედიცინო პერსონალის დასაქმება, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაიწყო 3 კვირის წინ. მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ნაწილი არ არის ადგილზე (მაგ. MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია), რის გამოც დახურული ციკლის შეკვრა შეუძლებელია (იგულისხმება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის დამძიმებისას მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროების მოხსნა.) სამედიცინო პერსონალის კუთხით ამჟამად ადგილზეა შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, რომელიც 24-საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი, ხოლო პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება. მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემას წარმოქმნის, ვინაიდან ადგილზე არსებული ჯგუფის მიერ პაციენტის მართვა არ იქნება საკმარისი”, – ნათქვამია დასკვნაში.მაგალითად, ექიმთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არ იყო დიაგნოსტირებული ნევროლოგის რეგულარული კონსულტაციის არარსებობის გამო; შესაძლო გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის ალბათობის გამოკვლევის აუცილებლობა, საჭიროების მიუხედავად, დღის წესრიგში არ დამდგარა; ჰიპოკალემიის ფონზე პაციენტის უწყვეტი კარდიო ტელემეტრიის აუცილებლობა არ განხილულა – კარდიოლოგის მიერ პაციენტის შეუფასებლობის გამო.“დაწესებულებაში მუდმივად მორიგე რეანიმატოლოგის ხელმისაწვდომობა ქმნის უსაფრთხოების განცდას, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია, რეანიმაციული ღონისძიებები, მათი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით არაეფექტური იქნება. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიში გართულების შემთხვევაში (მაგ: ინფარქტი, ინსულტი, თრომბოემბოლია), ადგილობრივი პერსონალის განმარტებით, იგეგმება პაციენტის გადაყვანა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკავშირდებოდა დაკარგულ დროს, რაც თავის მხრივ, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. პაციენტის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაუდებელი გადაყვანის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს სხვადასხვა რგოლებს შორის ხანგრძლივ კოორდინაციას”, — აცხადებს ექსპერთა ჯგუფი და დაასკვნის, რომ “პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, ამჟამად რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის სპეციალისტები:გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;გრიგოლ ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;თენგო წულაძე, ნევროლოგი;ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, ჩაერთულია სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე.სამედიცინო ჯგუფის წევრები 16 ოქტომბერს, 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ისინი საკუთარ დასკვნას დღეს, პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ.სახალხო დამცველს კანონმდებლობა აძლევს უფლებამოსილებას, შექმნას მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შექმნას მიესალმნენ უფლებადამცველები და ექიმები, ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, თუმცა ექიმებს უნდობლობა გამოუცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.სახალხო დამცველმა სამედიცინო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები არ შეუშვეს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

149 ნახვა
desktop
mobile catfish