ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე გარდაიცვალა

გორისა და ატენის ეპარქიის ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დომნა მაისურაძეს შაბათს, სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.„მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილ დომნას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მონასტრის წევრებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

139 ნახვა
desktop
mobile catfish