საქართველოში 1 630 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 630 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 382 პირი იმყოფება. მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 44, იმერეთში – 33. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 223 – აჭარაში. 45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 808 889 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 743 927, გარდაიცვალა 11 422 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

66 ნახვა
desktop
mobile catfish