დარბაზებში მაყურებელთა დასაშვები ოდენობა 50%-მდე იზრდება

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა დასაშვები რაოდენობა 30%-დან 50%-მდე იზრდება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსს, გიორგი ღიბრაძეს, არ დაუკონკრეტებია, როდიდან შედის ძალაში ხსენებული ცვლილება.

ბრიფინგზე ასევე განაცხადეს პანდემიის კრიზისის გამო რესტორნებთან მიმართებით დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზეც. საუბარია საათობრივ შეზღუდვაზე, რომელიც, მთავრობის განცხადეით, დეკემბრიდან მოიხსნება.

18 ნახვა
desktop
mobile catfish