შსს-მ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე გაათავისუფლა

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის დე- ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლა. სამინისტროს ცნობით, შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, “ცხელი ხაზის” მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე დღეს გათავისუფლდა. შსს-ს ინფორმაციით, 3 მაისს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ხვიჩა გლურჯიძე და 8 მაისს კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში მცხოვრები ვასილ სალამაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის “უკანონო კვეთის” ბრალდებით დააკავეს.

 

 

Related posts