„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩასაშლელად, დარბაზში მძაფრი სუნის სპეციფიკური ნივთიერება დაასხა

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. დეპუტატები იძულებულები გახდნენ, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზში სპეციფიკური ნივთიერება დაასხა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ქამადაძის თქმით, დღეს ყველა გზით ეცდებიან სხდომის ჩაშლას და არ დაუშვენებ, მომდევნო წლის ბიუჯეტი დამტკიცდეს.

მისივე განცხადებით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომელიც, ადრე, მისი პარტიის წევრმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენა. „ეს არის სრულიად უწყინარი ნივთიერება“, – თქვა ქამადაძემ მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, დღის წესრიგიდან ამოიღონ პირველი საკითხი, რომელიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გულისხმობს. `ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისადაა და სამართლებრივად მისაღებია.

„ქალაქ ბათუმის საკრებულოზე ბიუჯეტი პროცედურისა და კანონმდებლობის სრული დაცვითაა წარდგენილი. ჩვენ, ისევე, როგორც ქალაქ ბათუმის საკრებულო, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბიუჯეტში ასახულია ჩვენი თანამოქალაქეების მომდევნო წლის უმნიშვნელოვანესი საჭიროებები. ოპონენტების მხრიდან დესტრუქციული ქმედება გუშინ, ბიუროს სხდომაზეც ვიხილეთ, დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა. მათი დღის წესრიგი არის პოლიტიკური დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია და, ამით, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის ხელის შეშლა. ამას, ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ საქმით ვუპასუხებთ“, – აღნიშნა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

იქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს დამოუკიდელ დეპუტატ რაულ თავართქილაძე დაუპირისპირდნენ.

35 ნახვა
desktop
mobile catfish