სკოლებში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს

გასული ერთი კვირის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი.„სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი.მესამე კვირაა სკოლებში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში COVID-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არის აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

33 ნახვა
desktop
mobile catfish