მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

„პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს. ეს გამოწვეულია იმ პანდემიური ეფექტით, რომელიც, როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური. ასევე, ეს მოიჯარეები ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, არცერთი დღით, არცერთი უწყება არ ანელებს ძალისხმევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აჭარა, რეგიონებს შორის არის ერთ-ერთი მოწინავე, სამიზნე პოპულაციის აცრების კუთხით. თუმცა ახალი შტამის გავრცელებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ, ერთი მხრივ, აცრაზე ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად გაფართოებული და არ შეჩერდეს აცრების ის სამიზნე რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ხვალიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტების კონცეფცია“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ნარინჯისფერ რთველზეც ისაუბრა. როგორც განაცხადა, უკვე ექსპორტირებულია 9 000-ზე მეტი ტონა ციტრუსი, რაც კარგი მაჩვენებელია.

რიჟვაძის განმარტებით, ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა გაგრძელდება. ამ მიმართულებით 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

32 ნახვა
desktop
mobile catfish